შაბათის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყება 1 აგვისტოს, 16 საათზე!

შაბათის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყება 1 აგვისტოს, 16 საათზე


კომაროვის შაბათის სკოლის 2019-20 სასწავლო წლის ჯგუფებისათვის ონლაინ რეგისტრაცია გაიხსნება 1 აგვისტოს 16:00 საათზე. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონულად, ასევე სკოლაში პერსონალის დახმარებით. დაწვრილებით ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ რეგისტრაციის ლინკთან ერთად.


კომაროვის სკოლაში უკვე 15 წელია ფუნქციონირებს შაბათის სკოლა, რომელიც ყოველწლიურად მეტი პოპულარობით სარგებლობს. შაბათის სკოლა ფუნქციონირებს მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულების სკოლად მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.


შაბათის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ